11:52 AM
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის, ბიზნესში აქტიურობისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ, რომლებიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს იმაზე ადვილად გაუმკლავდებით, ვიდრე გეგონათ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

 

კურო
ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალის ზრდა თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და მთლიანად, მომავალზე დადებითად აისახება. ფრთხილად იყავით გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადების დროს და ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალეთ. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი ადამიანებთან.

 

ტყუპები
სავარაუდოდ, ამ დღეს ბედი საჩუქარსა და სიურპრიზს გიმზადებთ. ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, კომერციული საქმიანობისა და ვაჭრობისთვის. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს კარიერული წინსვლის შანსი მიეცემათ. ამ დღეს ყველა საქმე, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსებს უკავშირდება. ოჯახში ვითარება დაძაბულია. გამორიცხული არ არის ეჭვიანობა და უსაფუძვლო ბრალდებები.

 

კირჩხიბი
თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და მთლიანად, მომავალზე. ფრთხილად იყავით და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში ბედნიერი სიახლე გელით. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან.

 

ლომი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ობიექტურად შეაფასოთ რეალობა და მკაფიოდ განსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობები. საკუთარი პრინციპების დაცვა, პირდაპირობა და გულახდილობა ხელს გიშლით, მეტი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

 

ქალწული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალის მატება დადებითად აისახება კომერციული გარიგებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შედეგებზე. მეგობრების რჩევა თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

 

სასწორი
ხელსაყრელი და სასიამოვნო დღეა. მოსალოდნელია ფინანსური სარგებელი და წარმატება პროფესიული საქმიანობის სფეროში. ეცადეთ, ზუსტად შეაფასოთ მოსალოდნელი ხარჯი და რეალური შემოსავალი - ეს დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო პრობლემების ეფექტურად მოგვარებაში.

 

მორიელი
მოსალოდნელია წინა დღეების ტენდენციის გაგრძელება და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გამწვავება. თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობის გამო ნებისმიერ გადაცდომას აპროტესტებთ. გაითვალისწინეთ, თუ საქმეში მეტი ტაქტისა და დიპლომატიურობის გამოვლენას ვერ შეძლებთ, ადამიანებს თქვენს წინააღმდეგ განაწყობთ. ეს კი შეიძლება სამსახურის შეცვლით და იმედგაცრუებით დასრულდეს.

 

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისა და ვაჭრობისთვის. შესაძლოა, ქალებს კარიერული წინსვლის საშუალება მიეცეთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ეჭვიანობა და უსაფუძვლო ბრალდებები. სიზმარი სწრაფად აგიხდებათ. სიზმარში სოკოს ნახვა ქალებისთვის ორსულობას მოასწავებს, ხოლო მამაკაცებისთვის - ავადმყოფობას.

 

თხის რქა
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. გამორიცხული არაა, რომ ფინანსური ან საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცეთ, თუმცა თქვენი სიჯიუტის ან სიხისტის გამო მოსალოდნელია გაუგებრობა კოლეგებთან და კონფლიქტი უფროსთან. სიზმარი იმავე დღეს აგიხდებათ. მღვრიე წყალი ავადმყოფობას მოასწავებს.

 

მერწყული
სავარაუდოდ, დიდი და სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეს შესაძლოა, ბავშვებს, შემოქმედებას ან პირად წარმატებას უკავშირდებოდეს. გირჩევთ, საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ.

 

თევზები
არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის კონტაქტისთვის. ეცადეთ, არ დანიშნოთ საქმიანი კონტაქტები და უარი თქვით სტუმრების მიღებაზე. გამორიცხული არაა, რომ თქვენი მოქმედებები იმპულსური და არაპროგნოზირებადი იყოს, რაც ოჯახში კონფლიქტს გამოიწვევს. განსაკუთრებით მძიმედ განვითარდება ურთიერთობა ოჯახის უფროს წევრებთან. ამჟამად ყველაზე მეტად დასვენება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გჭირდებათ.

წყარო

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 21 | დაამატა: Admin | ტეგები: 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი | რეიტინგი: 5.0/1
რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close